Saturday, 26 November 2016

მიწის ყივილი I

 მიხეილ ჯავახიშვილი
                                                       
მიწის ყივილი
                                                           (პირველი თავი-
                                                           მოკლე შინაარსი)

     მთხრობელი არის პარიზში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტი. ექიმის რჩევით ის ქალაქგარეთ დასასვენებლად გავიდა, რადგან მეტად დაღლილი იყო. ექიმმა
 გასინჯა ქართველი სტუდენტი და ქალაქგარეთ გასვლა და კარგად დასვენება ურჩია, რადგან მიხვდა რომ იგი მეტად დაღლილი იყო.
       სტუდენტმა ნოჟანჟი წასვლა გადაწყვიტა. პატარა ქალაქია. პარიზის გარეუბნიდან ერთი საათის სავალზე. მან ოთახი დაიქირავა და ექიმის დარიგებას მიყვა. დროის უმეტეს ნაწილს მდინარე მარნას ნაპირებზე ატარებდა. იგი მეტად აღფრთოვანებული იყო ამ მდინარით.
      პატარა ქალაქს პატარა ბაღიც აქვს, სამაგიეროდ ჩრდილოვანი, სუფთა და მყუდრო.  ერთხელ, სანამ საბანაოდ ჩავიდოდა, ჩვენმა ნაცნობმა გმირმა ამ ბაღში შეიხედა. ვეება წაბლის ჩრდილში გრძელი სკამი მოჩანდა. იგი მივიდა და დაჯდა. ქვიშნარ გზაზე ღრმა მოხუცი მოდოდა. იგი საკმაოდ დაუძლურებული იყო. სიარული უჭირდა, ჯოხის დახმარებითაც კი.  მოხუცი პირდაპირ წაბლისკენ წამოვიდა. ჩრდილში რომ შემოვიდა, უცებ გაჩერდა, ხელით თვალები დაიჩრდილა და მიაშტერდა ჩვენს მთავარ გმირს. მას არ ესიამოვნა სკამზე მჯდომი უცხო ადამიანის დანახვა და ნაწყენი გაბრუნდა უკან. ,,ალბათ შეჩვეული ალაგი წავართვი’’, - გაიფიქრა სტუდენტმა. მეორე დღეს ჩვენი  გმირი ისევ იმავე დროს იმავე სკამზე ვიჯექი და წიგნს კითხულობდა. გამოჩნდა ისევ ის მოხუცი. ამჯერად სტუდენტმა ის სკამზე მოიპატიჟა. მოხუცი  მოლასლასდა, კრუსუნით დაეშვა და გაშეშდა. ღრმა დუმილის შემდეგ სტუდენტმა  წიგნი გვერდით მოიდო  და პაპიროსი გააბოლა.  მოხუცის თავი გაშლილი წიგნისკენ მოიღუნა. მერე უცბად დააფრინდა , წიგნი  თვალებზე მიიდო და ჩააცივდა. გადაშალა, გადმოფურცლა, სათაურს დააშტერდა და გვერდზე მჯდომს ჰკითხა, თუ რა ენაზე იყო დაბეჭდილი ეს წიგნი. -ჟორჟიენ - უპასუხა სტუდენტმა, - გაგიგონიათ საქართველო?  მოხუცმა შიშით შეხედა მას, წიგნი სწრაფად დაკეცა, თითქმის მიუგდო, წამოდგა და ჯაგჯაგით წავიდა.  სტუდენტს გაეცინა. ,,აზრი თუ აქვს აკვიტებული,’’ - გაიფიქრა მან. მოერე დღეს მან მოხუცს ერთ პატარა სახლთან მოჰკრა თვალი. სტუდენტი რომ დაინახა, ადგილიდან მოსხლტა და ეზოში შევარდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი მთავარი გმირი ანკარა მდინარეში ჭყუმპალაობით ნებივერობდა. ის მოხუციც და მისი ნაკვიატიც რა თქმა თავიდან ამოიგდო და მდინარეს გაატანა.
                                                                             მე-6 კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

6 comments:

  1. ძალიან კარგი შინაარსია ❤️

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგია, მაგრამ სრულად არარის❤❤

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო სრულად ჯობდა მაგრამ მე მაინც წაკითხული მაქვს ბოლომდე შინაარსს ჯობია

      Delete
    2. ეე დებილო ეს 1 ნაწილია მეორე ნაწილი სრულადააა ეეე

      Delete
  3. ძალიან დამეხმარა დიდი მადლობა❤️❤️

    ReplyDelete