ო. ჰენრი - ,,უკანასკნელი ფოთოლი"

      გაგრძელება            

  
 მეორე დღეს ჯონსიმ სიუს პალიტრა, ფუნჯები და ფურცლი მოსთხოვა, მესამე დღეს  უკვე ფეხზე წამოდგა, მესამე დღეს კი სრულიად გამოჯანმრთელდა. სიუს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
    ერთ დღეს სიუ ოთახში შემოვიდა და ჯონსის უთხრა:
     - სასიამოვნო ამბავი მაქვს. დღეს საბავშვო ჟურნალის ილუსტრაციებით გაფორმებაზე ხელშეკრულება დავდე. ჰონორარი კი ერთი ჟურნალი 60 დოლარია. წარმოგიდგენია? თუ ასე გაგრძელდა, 3  თვეში 500 დოლარს შევაგროვებ და ბილეთებს ვიყიდი ნეაპოლისკენ, რათა...
     ჯონსიმ სიუს არ დააცალა:
   - რათა ოცნება ამისრულო?
   სიუ ჯონსის მოეხვია. ჯონსიმ მის მხრებში თავი ჩარგო და ტკბილად აქვითინდა:
   - სიუ, შენს მეგობრობაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ოცნების ასრულებას მოინდომებდი.
                                                     * * *
     ყველაფერი იმაზე უკეთესად მოხდა, ვიდრე მოელოდნენ. სიუმ მეორე ჟურნალთანაც გააფორმა ხელშეკრულება და 3 თვეში 500 კი არა, 700 დოლარი მოაგროვა. იყიდა ბილეთები ნეაპოლისკენ, საბარგო ჩანთა, საუკეთესო პალიტრა და ფუნჯები. ისინი თვითმფრინავით მიემგზავრებოდნენ. ნეაპოლში 13 საათში ჩავიდნენ. ჯონსის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. იგი ბედნიერებას ვერ მალავდა და პატარა ბავშვივით მოუთმენლობისგან ადგილზე ცმუკავდა. თვალებში რაღაც ნათელი ჩასდგომოდა, ეს ბედნიერი თვალები იყო. მაგრამ ჯონსიზე უფრო ბედნიერი სიუ იყო, მან ხომ მეგობარს ოცნება აუსრულა.
    იქირავეს მყუდრო, აივნიანი ოთახი სასტუმროში, რომელიც პირდაპირ ნეაპოლის უბეს გადაჰყურებდა. პირველ საღამოს ბედნიერებისგან სასიამოვნოდ დაღლილმა სიუმ აივანზე მოლბერტი დადგა. მზე ჩადიოდა. ცა მეწამულისფერი იყო. დიდებულად ჩადიოდა დიდი, უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი,  სიცოცხლის უდიდესი წყარო, რომელიც ათბობს ოკეანეებსა და ზღვებს, მთებს და მინდვრებს. ულამაზესი იყო მზის ჩასვლა მოწმენდილ ცაზე, თითქოს ყველა სულიერი დადუმებულიყო, რათა ეყურებინა ამ ულამაზესი სანახაობისთვის.
    - ჯონს! - დაუძახა სიუმ.
   ჯონსიმ თვალის დახამხამებაში მოირბინა. მოირბინა და უცებ შეჩერდა, სუნთქვა შეეკრა, თვალები გაუფართოვდა. იგი აღტაცებული იყო ასეთი სილამაზის ნახვით. ჯონსი სიუს მოეხვია და უთხრა:
    - საუკეთესო მეგობარი ხარ, მათ შორის, ვინც კი სამყაროში არსებობს!
    სიუს ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა. ჯონსი დაჯდა მოლბერტთან და შედევრის პირველი შტრიხების ხატვა დაიწყო. ჯონსის შესანიშნავი ნახატი გამოუვიდა. მაგრამ ეს ნახატი არ იყო შედევრი იმიტომ რომ ლამაზი იყო, ან მეტად მიმსგავსებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ ნახატში ჩადებული იყო უდიდესი გრძნობა, რომელსაც  მეგობრობა და სიყვარული ჰქვია.
                                                                                             მ. ჯანუაშვილი - VI კლასი

No comments:

Post a Comment