წვიმა ტყეში
ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით
ერთ დღეს ძლიერ დაცხა და შვლის ნუკრი და დედამისი ხევში ჩავიდნენ გასაგრილებლად. წამოსვლისას გაუდგნენ ბუერიან ფერდობებს. ძლიერ დასცხათ და ბუერებში დაწვნენ გასაგრილებლად. ბუერების ძირში ცივი წყაროები მოსჩქებდა და აგრილებდა დედა-შვილს, განიერი ფოთლები კი არ აკარებდნენ მზის მწვავე სხივებს. უეცრად ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა. გაღმა სერებზე წვიმა წამოვიდა. მალე შვლის და ნუკრის გარშემოც დაიწყო ბუერის ფოთლებზე ტყლაშატყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს მთა-ბარი იქცეოდა. ყველა მიჩუმდა. ვეღარავინ ბედავდა ჭიკჭიკს, ცელქობას, გართობას... საძაგელი ჩხიკვი, რომელმაც ასე შეაშინა ნუკრი, ახლა წყნარად დამჯდარიყო წიფლის შამელაზე, მიეხუჭა თვალები და ცხვირიდან ცინგლი ჩამოსდიოდა. მის გვერდზე უწყინარი წიფლისჩიტა იჯდა და მშვენივრად მიეხუჭა თვალები. უცებ წიპრანა მოფრინდა და ,,წრიპ’’, ,,წრიპ’’ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები და შეშინებული მიასკდა ხან აქეთ, ხან იქით. ნუკრს გაეღიმა და მის მიმართ სიბრალული იგრძნო. გადაიქუხა და წვიმამაც გადაიხო. ბუნება გამოცოცხლდა და გამხიარულდა. ჩიტებმა მორთეს სიმღერა, ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. შველი და ნუკრი ნაწვიმარზე ველს აუყვნენ მთისკენ. გორის პირას იჯდა მეცხვარე და სალამურს საამურად უკრავდა. მის გვერდით იჯდა ბანჯგვლიანი ძაღლი, რომელიც ცოცხლად აყოლებდა თვალს ცხვრის ფარას და ხანდახან ალერსიანად გადახედავდა თავის პატრონს. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად ძოვდა ახლადდანამულ ბალახს. მზე ჩადიოდა და მისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებსა და ტყის წვეროებს ანათებდა.
მე-6 კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

No comments:
Post a Comment