Saturday, 26 November 2016

* * *

                                          
            მზე ჩადიოდა, ცა მეწამულისფერი იყო, ხელში მინდორში დაკრეფილი ამეთვისტოსფერი ყვავილები მეჭირა და გარინდებული შევყურებდი ზეცას. ირგვლივ ყველაფერი მიჩუმებულიყო, ჩიტების ჭიკჭიკიც კი არ ისმოდა, ნიავი ოდნავ არხევდა ფოთლებს. მზე  თავის უკანასკნელ სხივებს აფრქვევდა დედამიწას. დიდებულად ჩადიოდა დიდი, უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი,  სიცოცხლის უდიდესი წყარო, რომელიც ათბობს ოკეანეებსა და ზღვებს, მთებს და მინდვრებს. ულამაზესი იყო მზის ჩასვლა მოწმენდილ ცაზე, თითქოს ყველა სულიერი დადუმებულიყო, რათა ეყურებინა ამ ულამაზესი სანახაობისთვის.  ვფიქრობდი, თუ რა ყოვლისშემძლეა ღმერთი, ის გვჩუქნის ყოველივე ამ სიმდიდეს და სრულიად უსასყიდლოდ  გვანახებს სამყაროს ულამაზეს ფერებს.
                                                                        VI კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

No comments:

Post a Comment