Saturday, 26 November 2016

შვლის ნუკრის ნაამბობი

                                 დედის თავგანწირვა

  
  ვაჟა- ფშაველას მოთხრობის ,, შვლის  ნუკრის ნაამბობის’’ მიხედვით

       
  ერთ დღეს ძლიერ დაცხა. შვლის ნუკრი და დადამისი ხევში ჩავიდნენ გასაგრილებლად. ამოსვლისას, ძლიერ  დასცხათ და  ბუერებში დაწვნენ. უეცრად  კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მაგრამ მალევე გამოიდარა. დედა-შვილი ნაწვიმარზე სასეირნოდ ვილის პირს გაუდგა მთისკენ. გორის პირას იჯდა მეცხვარე და სალამუზე უკრავდა. მთის ძირზე გაშლილიყო ფარა და ახლადდანამულ ბალახს ძოვდა. მეცხვარის გვერდით ძაღლი ეჯდა, რომელიც ცოცოხლად აყოლებდა თვალს ცხვრის ფარას. შველმა ნუკრს უთხრა: მეცხვარის ნუ შეგეშინდება, მაგრამ, ძაღლი ყნოსვით მოგვაგნებს და შეიძლება გამოგვეკიდოს კიდეცო. უკან დაბრუნდი, თუ ჩვენკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. მათ დანახვაზე ცხვარი დაფრთხა, ძაღლი კი ნუკრისკენ გამოექანა. მაგრამ ამ დროს თავლი შეასწრო შველს და გაექანა მისკენ. ის გასრიალდა და ერთ წამს დაიკარგა შვილის თვალთახედვიდან. საწყალ ნუკრს ცრემლი მოერია, გული მოუკვდა! დიდი ხანი ესმოდა ბარაგაბრუგი და ხევიდან ქვების ჩხრიალი. ამასობაში მოსაღამოვდა. მეცხვარემ დაუსტვინა და გაიყოლა ცხვარი ბინისაკენ.  ავიდა ზევით და ყურშას დაუძახა. არ გასულა დიდი ხანი, რომ წითელენაგადმოგდებული ყურშა გვერდით ედგა პატრონს. ნუკრს ეშინოდა: ვაი თუ, დედაჩემის სისხლით აქვს გამურული ენა, მაგ საძაგელს?! დაღამდა, ხმაური არსაიდან ისმოდა. შველიც არა და არ ჩანდა. იქნება, ვეღარც იპოვოს თავისი ნუკრი, თუ საერთოდ ცოცხალია?! ცოტა ხანში ნუკრს ხავილი მოესმა. დედამისის ხმას გავდა და ისიც შეეხმიანა. საბრალო შველი აფორიაქებული მიიჭრა შვილისკენ. მან ნუკრი დაამშვიდა და დიდხანს უალერსებდა მას.

                                                                                                                         VI კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

1 comment:

  1. Casino - Dr.MCD
    Casino. Casino. 진주 출장마사지 100%. 100%. 계룡 출장샵 100%. Play Now. Casino. Signup today for real 전주 출장마사지 money. Play Slots. Online Slots. 울산광역 출장마사지 Online Roulette. 부산광역 출장샵 Roulette. Blackjack.

    ReplyDelete