Saturday, 26 November 2016

მიწის ყივილი II

მიხეილ ჯავახიშვილი
                                                       
მ ი წ ი ს   ყ ი ვ ი ლ ი
                                                             (მეორე თავი -
                                                          მოკლე შინაარსი)

        
ერთი კვირა გავიდაუცნაური მოხუცი ბაღში აღარ მოჩანდასამაგიეროდ სტუდენტი  მას ორჯერ წააწყდა ქუჩაშიმოხუცის თვალებში ჯერ მხოლოდ შიში ჩანდა.  სტუდენტი მას თავაზიანად მიესალმა და მოხუცის თვალებში ნდობა, ალერსი, სიხარული და ბედნიერება დაინახაერთ დღესჩვენი სტუდენტი ბაღში ისევ წაბლის ქვეშ  იჯდა და წიგნს კითხულობდაგამოჩნდა ის მოხუცი. მათ გაისაუბრეს. მოხუცი მას ანდრე კაშორად გაეცნო. უთხრა რომ ჰქონდა ცნობები მის შესახებ თავისი შვილიშვილისაგან და აღარ ეშინოდა მისი, რადგან ქართული რაინდობის იმედი ჰქონდა. შემდეგ მოხუცი დაინტერესდა რუსეთის ამბებით და მეფობის გაუქმება ძლიერ გაუხარდა. აღმოჩნდა რომ   ის იყო "ზემლია  ვოლიასწევრი და მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყებაში. ამ დროს  კაშორი იყო 25 წლის და   კაზანში ცხოვრობდა. ერთი ამხანაგი ჰყავდა - ვინმე ჩერნიაკი.  სტუდენტი ძლიერ დაინტერესდა ჩერნიაკის ამბით და თანაც არ სჯეროდა, რომ ეს მოხუცი ამ საქმეში ყოფილიყოს გარეული.  
                                                                 მე-7 კლასის მოსწავლე - მარიამ ჯანუაშვილი

მიწის ყივილი I

 მიხეილ ჯავახიშვილი
                                                       
მიწის ყივილი
                                                           (პირველი თავი-
                                                           მოკლე შინაარსი)

     მთხრობელი არის პარიზში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტი. ექიმის რჩევით ის ქალაქგარეთ დასასვენებლად გავიდა, რადგან მეტად დაღლილი იყო. ექიმმა
 გასინჯა ქართველი სტუდენტი და ქალაქგარეთ გასვლა და კარგად დასვენება ურჩია, რადგან მიხვდა რომ იგი მეტად დაღლილი იყო.
       სტუდენტმა ნოჟანჟი წასვლა გადაწყვიტა. პატარა ქალაქია. პარიზის გარეუბნიდან ერთი საათის სავალზე. მან ოთახი დაიქირავა და ექიმის დარიგებას მიყვა. დროის უმეტეს ნაწილს მდინარე მარნას ნაპირებზე ატარებდა. იგი მეტად აღფრთოვანებული იყო ამ მდინარით.
      პატარა ქალაქს პატარა ბაღიც აქვს, სამაგიეროდ ჩრდილოვანი, სუფთა და მყუდრო.  ერთხელ, სანამ საბანაოდ ჩავიდოდა, ჩვენმა ნაცნობმა გმირმა ამ ბაღში შეიხედა. ვეება წაბლის ჩრდილში გრძელი სკამი მოჩანდა. იგი მივიდა და დაჯდა. ქვიშნარ გზაზე ღრმა მოხუცი მოდოდა. იგი საკმაოდ დაუძლურებული იყო. სიარული უჭირდა, ჯოხის დახმარებითაც კი.  მოხუცი პირდაპირ წაბლისკენ წამოვიდა. ჩრდილში რომ შემოვიდა, უცებ გაჩერდა, ხელით თვალები დაიჩრდილა და მიაშტერდა ჩვენს მთავარ გმირს. მას არ ესიამოვნა სკამზე მჯდომი უცხო ადამიანის დანახვა და ნაწყენი გაბრუნდა უკან. ,,ალბათ შეჩვეული ალაგი წავართვი’’, - გაიფიქრა სტუდენტმა. მეორე დღეს ჩვენი  გმირი ისევ იმავე დროს იმავე სკამზე ვიჯექი და წიგნს კითხულობდა. გამოჩნდა ისევ ის მოხუცი. ამჯერად სტუდენტმა ის სკამზე მოიპატიჟა. მოხუცი  მოლასლასდა, კრუსუნით დაეშვა და გაშეშდა. ღრმა დუმილის შემდეგ სტუდენტმა  წიგნი გვერდით მოიდო  და პაპიროსი გააბოლა.  მოხუცის თავი გაშლილი წიგნისკენ მოიღუნა. მერე უცბად დააფრინდა , წიგნი  თვალებზე მიიდო და ჩააცივდა. გადაშალა, გადმოფურცლა, სათაურს დააშტერდა და გვერდზე მჯდომს ჰკითხა, თუ რა ენაზე იყო დაბეჭდილი ეს წიგნი. -ჟორჟიენ - უპასუხა სტუდენტმა, - გაგიგონიათ საქართველო?  მოხუცმა შიშით შეხედა მას, წიგნი სწრაფად დაკეცა, თითქმის მიუგდო, წამოდგა და ჯაგჯაგით წავიდა.  სტუდენტს გაეცინა. ,,აზრი თუ აქვს აკვიტებული,’’ - გაიფიქრა მან. მოერე დღეს მან მოხუცს ერთ პატარა სახლთან მოჰკრა თვალი. სტუდენტი რომ დაინახა, ადგილიდან მოსხლტა და ეზოში შევარდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი მთავარი გმირი ანკარა მდინარეში ჭყუმპალაობით ნებივერობდა. ის მოხუციც და მისი ნაკვიატიც რა თქმა თავიდან ამოიგდო და მდინარეს გაატანა.
                                                                             მე-6 კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

შვლის ნუკრის ნაამბობი

                              წვიმა ტყეში
    ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ,,შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით

         ერთ დღეს ძლიერ დაცხა და შვლის ნუკრი და დედამისი ხევში ჩავიდნენ გასაგრილებლად. წამოსვლისას გაუდგნენ ბუერიან ფერდობებს. ძლიერ დასცხათ და ბუერებში დაწვნენ გასაგრილებლად. ბუერების ძირში ცივი წყაროები მოსჩქებდა და აგრილებდა დედა-შვილს, განიერი ფოთლები კი არ აკარებდნენ მზის მწვავე სხივებს. უეცრად ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა. გაღმა სერებზე წვიმა წამოვიდა. მალე შვლის და ნუკრის გარშემოც დაიწყო ბუერის ფოთლებზე ტყლაშატყლუში.
ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს მთა-ბარი იქცეოდა. ყველა მიჩუმდა. ვეღარავინ ბედავდა ჭიკჭიკს, ცელქობას, გართობას...  საძაგელი ჩხიკვი, რომელმაც ასე შეაშინა ნუკრი, ახლა წყნარად დამჯდარიყო წიფლის შამელაზე, მიეხუჭა თვალები და ცხვირიდან ცინგლი ჩამოსდიოდა. მის გვერდზე უწყინარი წიფლისჩიტა იჯდა  და მშვენივრად მიეხუჭა თვალები. უცებ წიპრანა მოფრინდა და ,,წრიპ’’, ,,წრიპ’’ შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები და შეშინებული მიასკდა ხან აქეთ, ხან იქით. ნუკრს გაეღიმა და მის მიმართ სიბრალული იგრძნო. გადაიქუხა და წვიმამაც გადაიხო. ბუნება გამოცოცხლდა და გამხიარულდა. ჩიტებმა მორთეს სიმღერა, ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. შველი და ნუკრი ნაწვიმარზე ველს აუყვნენ მთისკენ. გორის პირას იჯდა მეცხვარე და სალამურს საამურად უკრავდა. მის გვერდით იჯდა ბანჯგვლიანი ძაღლი, რომელიც ცოცხლად აყოლებდა თვალს ცხვრის ფარას და ხანდახან ალერსიანად გადახედავდა თავის პატრონს. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად ძოვდა ახლადდანამულ ბალახს. მზე ჩადიოდა და მისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებსა და ტყის წვეროებს ანათებდა.
                                         
 მე-6 კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

შვლის ნუკრის ნაამბობი

                                 დედის თავგანწირვა

  
  ვაჟა- ფშაველას მოთხრობის ,, შვლის  ნუკრის ნაამბობის’’ მიხედვით

       
  ერთ დღეს ძლიერ დაცხა. შვლის ნუკრი და დადამისი ხევში ჩავიდნენ გასაგრილებლად. ამოსვლისას, ძლიერ  დასცხათ და  ბუერებში დაწვნენ. უეცრად  კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მაგრამ მალევე გამოიდარა. დედა-შვილი ნაწვიმარზე სასეირნოდ ვილის პირს გაუდგა მთისკენ. გორის პირას იჯდა მეცხვარე და სალამუზე უკრავდა. მთის ძირზე გაშლილიყო ფარა და ახლადდანამულ ბალახს ძოვდა. მეცხვარის გვერდით ძაღლი ეჯდა, რომელიც ცოცოხლად აყოლებდა თვალს ცხვრის ფარას. შველმა ნუკრს უთხრა: მეცხვარის ნუ შეგეშინდება, მაგრამ, ძაღლი ყნოსვით მოგვაგნებს და შეიძლება გამოგვეკიდოს კიდეცო. უკან დაბრუნდი, თუ ჩვენკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. მათ დანახვაზე ცხვარი დაფრთხა, ძაღლი კი ნუკრისკენ გამოექანა. მაგრამ ამ დროს თავლი შეასწრო შველს და გაექანა მისკენ. ის გასრიალდა და ერთ წამს დაიკარგა შვილის თვალთახედვიდან. საწყალ ნუკრს ცრემლი მოერია, გული მოუკვდა! დიდი ხანი ესმოდა ბარაგაბრუგი და ხევიდან ქვების ჩხრიალი. ამასობაში მოსაღამოვდა. მეცხვარემ დაუსტვინა და გაიყოლა ცხვარი ბინისაკენ.  ავიდა ზევით და ყურშას დაუძახა. არ გასულა დიდი ხანი, რომ წითელენაგადმოგდებული ყურშა გვერდით ედგა პატრონს. ნუკრს ეშინოდა: ვაი თუ, დედაჩემის სისხლით აქვს გამურული ენა, მაგ საძაგელს?! დაღამდა, ხმაური არსაიდან ისმოდა. შველიც არა და არ ჩანდა. იქნება, ვეღარც იპოვოს თავისი ნუკრი, თუ საერთოდ ცოცხალია?! ცოტა ხანში ნუკრს ხავილი მოესმა. დედამისის ხმას გავდა და ისიც შეეხმიანა. საბრალო შველი აფორიაქებული მიიჭრა შვილისკენ. მან ნუკრი დაამშვიდა და დიდხანს უალერსებდა მას.

                                                                                                                         VI კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

* * *

                                          
            მზე ჩადიოდა, ცა მეწამულისფერი იყო, ხელში მინდორში დაკრეფილი ამეთვისტოსფერი ყვავილები მეჭირა და გარინდებული შევყურებდი ზეცას. ირგვლივ ყველაფერი მიჩუმებულიყო, ჩიტების ჭიკჭიკიც კი არ ისმოდა, ნიავი ოდნავ არხევდა ფოთლებს. მზე  თავის უკანასკნელ სხივებს აფრქვევდა დედამიწას. დიდებულად ჩადიოდა დიდი, უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი,  სიცოცხლის უდიდესი წყარო, რომელიც ათბობს ოკეანეებსა და ზღვებს, მთებს და მინდვრებს. ულამაზესი იყო მზის ჩასვლა მოწმენდილ ცაზე, თითქოს ყველა სულიერი დადუმებულიყო, რათა ეყურებინა ამ ულამაზესი სანახაობისთვის.  ვფიქრობდი, თუ რა ყოვლისშემძლეა ღმერთი, ის გვჩუქნის ყოველივე ამ სიმდიდეს და სრულიად უსასყიდლოდ  გვანახებს სამყაროს ულამაზეს ფერებს.
                                                                        VI კლასის მოსწავლე, მარიამ ჯანუაშვილი

უნუგეშო ყოფნა

     ვაჟა-ფშაველა
                            უ ნ უ გ ე შ ო   ყ ო ფ ნ ა                                         
                                           
 (შინაარსი)          
          
ია ვარ, ბნელ ხევში ამოვსულვარ მე, საბრალო. მზე ვერ მწვდება, ამიტომაც სუსტი და ფერმკრთალი ვარ. მზის სხივი მაკლია, მუდამდღე სინათლისა და სითბოს ლოდინში ვარ, მაგრამ ზემოდან დიდი ჭადრები მეფარება. გულმოკლული ვტირივარ, დიდხანს სიცოცხლე მსურს, ველი, როდის დამეფინება თავზე მზის სხივები, მაგრამ ღმერთმა ასეთი ბედი მარგუნა. ვკვდები, მიწასვე ვებარები, გაღმა კი ყვავილთა გუნდი სამოთხეს ედარება, მათ მზე უხვად ჰფენს სითბოსა და ნათელს. ამ დროს, მე სიკვდილი მით უფრო მემწარება, რადგან ვხედავ, რომ სხვები ლხინობენ, მე კი მიწა მეფარება.
                                                                      მე-6 კლასის მოსწავლე - მარიამ ჯანუაშვილ