მტკივა. აღარ შემიძლია.
აღარ შემიძლია ამ ტკივილის ატანა. გაუსაძლისი ტკივილის. იცით რა მტკივა? სიცარიელე
მტკივა. მარტოობა მტკივა. სიჩუმე მტკივა. სიბნელე მტკივა.
მაშინ ბედნიერი ვიყავი. მაშინ როცა ადამიანები მოგუზგუზე ბუხრის გარშემო ისხდნენ და ტკბილად, ლაღად საუბრობდნენ, ბავშვები თამაშობდნენ, გარეთ კი თოვდა. თოვდა ლამაზად. და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან სასარგებლოს საქმეს ვაკეთებდი. უბრალოდ ვიდექი, მაგრამ არა, უბრალოდ არა, მე ვიდექი ადამიანების სიყვარულით.
ერთ დღეს კი, ვიგრძენი რომ ვიცლებოდი. ადამიანებით სახლიდან ბარგით გამოვიდნენ, დანჯღრეულ, საღებავაცლილ მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ. დამტოვეს მარტო. მე მანქანას სევდიანი, მაგრამ სიყვარულით სავსე მზერა მანამდე არ მოვაცილე, სადამ თვალს არ მიეფარა. მე ადამიანებს ჩემი სიყვარული გავატანე და დავრჩი მარტო, მარტო და თანაც უსიყვარულოდ. ამ დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გაფერმკრთალდა. ვიგრძენი, რომ თოვლი ლამაზი კი არა, ცივი იყო, ისეთი ცივი, სულს რომ ყინავს.
გუშინ ძლიერი ქარი იყო. ძალიან ძლიერი. სახურავი ნაწილ-ნაწილ ამხადა და წაიღო. წაიღო სადღაც შორს. ნელ-ნელა ვინგრევი. ეს ნანგრევები, ჩემი ცრემლებია. ალბათ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩემს ცრემლებსაც, როცა ცრემლებისგან დავიცლები, ჩემგან მარტო სიცარიელე დარჩება, მტკივნეული სიცარიელე.
მარიამ ჯანუაშვილი, VII კლასის მოსწავლე